воскресенье, 23 ноября 2008 г.
ფსევდონიმის რაობა და მისი ისტორია
ფსევდონიმი ერთგვარი "ნიღაბია", რომლის შიგნითაც ადამიანი სხვადასხვა მიზნით იმალება ...
ფსევდონიმი (ბერძნ. ψευδώνυμος, ლათ. pseudónymos — „შეცდომით წოდებული“; ψεύδος „ფსეუდოს“ — ტყუილი და ὄνομα „ონომა“ — სახელი) არის ადამიანის გამოგონილი, ალტერნატიული სახელი.
ფსევდონიმებს ხშირად იყენებენ მხატვრები,მწერლები,ჟურნალისტები,პოლიტიკური მოღვაწეები ,აგრეთვე მსახიობები და მუსიკოსები.ფსევდონიმი ცვლის ნამდვილ გვარსა და სახელს.
ფსევდონიმით სარგებლობდნენ სხვადასხვა მიზნით: ცენზურისთვის თვალის ასახვევად, არაკეთილხმოვანი გვარის დასამალად, თანამოგვარეებთან გამოსარჩევად...
ფსევდონიმი შეიძლება ლიტერატურული მისტიფიკაციის ერთ-ერთ სახეობად ჩაითვალოს. ზოგიერთ ავტორს ძირითადის გარდა კიდევ რამოდენიმე ფსევდონიმი ქონდა (ლენინს-150, ვოლტერს-160-ზე მეტი და სხვა),არის შემთხვევები, როდესაც ფსევდონიმს უმატებდნენ გვარს.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ფსევდინიმი მთლიანად დევნის ნამდვილ სახელსა და გვარს და იკავებს მის ადგილს.
გარდა ამისა არის კოლექტიური ფსევდონიმებიც(კოზმა პრუტკოვი,კუკრინიკსები).
ფსევდონიმი შეიძლება მიგვანიშნებდეს პიროვნების ეროვნებას(ლესია უკრაინკა, იეთიმ გურჯი), დაბადების ადგილს(შიო არაგვისპირელი, ვაჟა-ფშაველა), პროფესიას, ხასიათის ან შემოქმედების დამახასიათებელ ნიშანს. ფსევდონიმი თვალის ასახვევად ხშირად ასევე არასწორად მიუთითებს სქესზე(ჟორჟ სანდი-ავრორა დიუდევანი)
არსებობს ფსევდონიმის 50-ზე მეტი სახეობა.
პირველად ფსევდონიმის გამოყენება გვხვდება ჯერ კიდევ V-IV სს. ძვ.წ.-ით. არისტოფანე საკუთარ პიესებს სცენაზე დგამდა თანამედროვეების, კომიკოსი პოეტების - ფილონიდესა და კალისტრატეს სახელებით, თუმცა მაყურებელმა იცოდა, რომ ავტორი არისტოფანე იყო.
შემოქმედნი მოღვაწეობის გზის დასაწყისში "სამსჯავროზე" წარდგენას ხშირად ანონიმურად,
ფსევდონიმით ირჩევდნენ. სწორედ ასე გამოაქვეყნეს პირველი ნაწარმოებები ვალტერ სკოტმა, ს. რიჩარდსონმა, ბალზაკმა, ზოგიერთი მწერლის ფსევდონიმი კი ლიტერატურულ სახელებად იქცა - სტენდალი (ანრი მარი ბეილი), ანატოლ ფრანსი (ანატოლ ფრანსუა ტიბო) და სხვა.
ფსევდონიმის კვალიფიკაციას ახდენენ გარეგანი აგებულებისა და შინაარსობრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ასე რომ,ფსევდონიმი ფართოდ გამოიყენება ოდითგანვე და მას აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს, ამის ნიმუშად კი გთავაზობთ ცნობილი, პოპულარული მომღერლების საინტერესო ისტორიებს, მოგითხრობთ მათი მოღვაწეობების შესახებ, შევეცდებით მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაციებიც ...
სსიპ გორის#1 სკოლის X-XI კლასების მოსწავლეებმა განიხილეს:
1.ფრედი მერკური
2. ტინა ტერნერი
3. შერი
4. შაკირა
Подписаться на:
Сообщения (Atom)